თავისუფალ ჭიდაობაში ქუთაისელი გოგონა საქართველოს ჩემპიონი გახდა
FaceBook
ქუთაისელი თეონა მეგენეიშვილი, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ტურნირი ქალაქ გორში ჩატარდა, სადაც მოჭიდავეები სხვადასხვა ქალაქიდან მონაწილეობდნენ.

თეონამ გამარჯვება 50 კგ წონით კატეგორიაში მოიიპოვა.

16 წლის თეონა მეგენეიშვილი ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. 

თეონა, სულ ერთი წელია, რაც სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს და შეიძლება ითქვას, რომ ის ერთადერთი ქუთაისელი ქალი მოჭიდავეა, რომელიც ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობს.

მისი მწვრთნელი  გიორგი გაფრინდაშვილია. 




Print