ქუთაისელი მოფარიკავე საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია
FaceBook
ქუთაისელი სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.
საფრანგეთის ჩემპიონატი, ხმლით გუნდურ პირველობაში, ქალაქ მეზონ-ალფორში ჩატარდა.

ტურნირის გამარჯვებული კლუბი „ორლეანი“ გახდა, რომლის ლიდერიც მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა.

კლუბის ღირსებას ბაზაძესთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი და ძმები - ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022 და 2023 წლებშიც შეძლო.

Print