ქუთაისის საკალათბურთო გუნდი ბრატისლავაში გაემგზავრება
FaceBook
ქუთაისის საკალათბურთო გუნდის 20-წლამდელები მორიგი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან.

„ქუთაისი 2010“-ის მოთამაშეები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრებიან და იტალიის გუნდებს შეხვდებიან.

„ოპონენტებში გვყავს ორი გუნდი იტალიიდან, ჩეხური „ბრნო“ და სლოვაკეთის წარმომადგენელი „ინტერი“. 11-14 რიცხვში ზედიზედ ოთხი თამაში გვაქვს. ჯგუფურ ეტაპს „ბრნოსთან“ დავასრულებთ. ეს გუნდი „ინტერთან“ და ალბათ, ჩვენთან ერთად, ამ ეტაპის, ამ ჯგუფის თანაფავორიტია და საინტერესო თამაშებს ველოდებით“,
- ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში.

ქუთაისის გუნდს ევროპის ახალგაზრდულ საკალათბუთო ლიგაზე 4 მატჩი გასული წლის ოქტოომბერში ჰქონდა. აქედან პირველი სამი მოიგო, ბოლო თამაში კი სლოვაკურ „ინტერთან“ ანგარიშით 83:89 წააგო.



Print