ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ ითამაშებს
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ მცველს, საბა გოგლიჩიძეს „ემპოლი“დაიმატებს.

ის იტალიის სერია A-ს გუნდში ჩარიცხული მეოთხე ქართველი ფეხბურთელი იქნება.

იტალიის მთავარ ლიგაში აქამდე მხოლოდ ორ ქართველს, კახა კალაძეს (მილანი, ჯენოა) და ლევან მჭედლიძეს (ემპოლი, პალერმო) უთამაშიათ.

სატრანსფერო „ბაზარზე“ „ემპოლი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბია.


Print