ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ „შუქურას“ 9:0 მოუგო
FaceBook
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრაში ქობულეთის „შუქურას“ 9:0 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი კლუბის ისტორიაში სარეკორდოა.

ეროვნული ლიგის ბოლო ტურის წინ „ტორპედომ“ 59 ქულა დააგროვა, გორის „დილას“ (57) გადაასწრო და მესამე ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატია.



Print