ქუთაისელი სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ დასახელდა
FaceBook
ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე, ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა.

სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

მან გასული სპორტული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა - გახდა ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძე მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.


Print