ხონელი ძალოსანი მარიამ მურღვლიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
FaceBook
მარიამ მურღვლიანი მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.


მან ჩემპიონატზე (U20) 87 კგ. კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს სამი მედალი მოიპოვა.

მურღვლიანმა ატაცში თავი 95 / 99 /102 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

ამასთან, აკვრაში 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი დაისაკუთრა. ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამით კი ოქროს მესამე მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

მარიამ მურღვლიანი ხონის მუნიციპალიტეტიდანაა.

Print