ეროვნული ლიგის შეხვედრაში, "ტორპედომ" "თელავი" 2:1 დაამარცხა
FaceBook
ეროვნული ლიგის შეხვედრა „თელავსა“ და „ტორპედოს“ შორის ქუთაისის საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში მე-8 წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს. „ტორპედო“ ანრი ჭიჭინაძის პირველი გოლით დაწინაურდა, თუმცა, პირველივე ტაიმაში, „თელავმა“ ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი მატჩის მიწურულს „ტორპედოს“ მცველმა ნიკა სანდოხაძემ გაიტანა.

33 ტურის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედომ“ 55 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.


Print