ქუთაისში წყვილთა რბოლა გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, 29 ოქტომბერს, წყვილთა რბოლა ჩატარდება.

მოეწყობა დრიფტ შოუ და მოტო შოუც.

შეჯიბრი ილია ჭავჭავაძის გამზირზე გამავალი ხიდის ქვეშ (ე.წ სტეკლოტარის ხიდი), სტარტს 09:00 საათიდან აიღებს.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებისთვის ფულადი ჯილდოა დაწესებული (200, 150 და 100 ლარი).

შეჯიბრზე მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია ონლაინ მიმდინარეობს და ორგანიზატორების განმარტებით, დაიშვება მხოლოდ 16 მონაწილე.

ღონისძიების ორგანიზატორი დასავლეთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაა.

ფოტო: დავით ფხაკაძე
Print