ლაშა ტალახაძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა - ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია
FaceBook
საუდის არაბეთში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძე აკვრაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მან ატაცში 208, 215 და 220 კგ. დაძლია, აკვრაში კი 245 და 253 კგ. დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში მის მიერ დაძლეული წონა კი 473 კგ-ია.

ტალახაძემ საუდის არაბეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან, ჯამში, 3 ოქროს მედალი წამოიღო.

ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც ოლიმპიურ სახეობებში, მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემპიონობა იზეიმა.

ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს მრავალგზის წლის საუკეთესო ძალოსანია.

Print