„ტორპედოსა“ და „თელავის“ შეხვედრა ქუთაისის საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით დასრულდა
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის მსვლელობისას, პირველად „თელავი“ დააწინაურა. ქუთაისის გუნდიდან კი პირველი გოლი, 43-ე წუთზე, გიორგი არაბიძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში „ტორპედო", 67-ე წუთზე, ლაშა შერგელაშვილის საჯარიმო გოლით დაწინაურდა.

24 ტურის შემდეგ, ქუთაისის საფეხბუთო კლუბმა 37 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე დარჩა და ეროვნული ლიგის ლიდერთა ხუთეულთან ჩამორჩენა შეამცირა.

Print