20 აგვისტოს, ეროვნული ლიგის შეხვედრაში, „ტორპედო“ „გაგრას“ დაუპირისპირდება
FaceBook
ხვალ, 20 აგვისტოს, შენგელია არენაზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრა გაიმართება.

ერთმანეთს ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.

თამაში 20:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა კი როგორც სტადიონის სალაროებში ასევე TKT.ge-ზე უკვე შესაძლებელია.

„ტორპედოს“ ფან-კლუბის წევრები თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე (17:00 საათიდან) ე.წ პიონერთა პარკში შეიკრიბებიან და და სტადიონისკენ საგულშემატკივროდ გაემართებიან.

ეროვნული ლიგის 21 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა.

Print