ქუთაისელი მოჭადრაკე ბაქოში, მსოფლიო თასისთვის იბრძოლებს
FaceBook
ქუთაისელი მოჭადრაკე მერი არაბიძე მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული სტარტს 30 ივლისიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აიღებს.

ასპარეზობა ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 2 500 000$ შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის მსოფლიოს 103 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 6 ქართველია. აქედან, ერთი ევროპის მოქმედი ჩემპიონი მერი არაბიძეა ქუთაისიდან.

ვაჟთა შორის 206 მონაწილეა და საქართველოს სახელით 3 დიდოსტატი ითამაშებს.

თითოეული მიკრო-მატჩი ორი პარტიისგან შედგება, ფრედ დასრულების შემთხვევაში შემდეგ წრეზე გასულის ვინაობა დამატებით ტაი-ბრეიქში გაირკვევა.

ფინალური მატჩი და მატჩი მესამე ადგილისთვის 22-24 აგვისტოს გაიმართება, ასპარეზობის საზეიმო დახურვა კი - 24 აგვისტოს.

Print