ქუთაისელი მოფარიკავე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
FaceBook
პირველად, ფარიკაობის ისტორიას, ქართველი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ჰყავს - სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

მან ნახევარფინალში, დრამატულ ბრძოლაში, ეგვიპტელი ზიად ელსისი 15-14 დაამარცხა. მანამდე კი გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანის, ამერიკელ მიჩელ სერონისა და იაპონელ კენტო იოშიდას სძლია.

იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი სანდრომ ამერიკელ ელი დერშვიცთან წააგო.

ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატების თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ინდივიდუალურ პირველობაში, ქუთაისელმა მოფარიკავემ ფინალში პირველად ისპარეზა.

მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავემ მიმდინარე სეზონში უკვე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. 2022/23 წლების სეზონის ყველა, 11 ძირითად ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) მედალი მოიპოვა. აქედან 10-ჯერ ფინალში იასპარეზა, საერთო ჯამში კი წინა სეზონიდან მოყოლებული მეთოთხმეტე შეჯიბრს კვარცხლბეკზე ასრულებს

Print