"ტორპედო" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „აქტობეს“ შეხვდება
FaceBook
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „აქტობეს“ დაუპირისპირდება.
თამაში 27 ივლისს ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს ყაზახეთის ქალაქში ჩატარდება.

„ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩზე ბელგიელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს – მთავარი მსაჯი ჯონათან ლარდო იქნება, ლაინსმენები ფლორიან ლემარი და კვენტინ ბლეზი, ხოლო მეოთხე მსაჯი – ბერტ პუტი.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებსა ან TKT.ge-ზე უკვე შეგიძლიათ. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 5, 10 და 20 ლარია.

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „სარაევო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

Print