"ტორპედო" კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
FaceBook
ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპის 2023-2024 წლების საკლუბო სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ბოსნიის დედაქალაქში "სარაევოსთან" დაძაბული შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს.

პენალტების სერიაში ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ორი დარტყმა მოიგერია და „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა, სადაც საქართველოს თასის მფლობელი ყაზახურ „აქტობეს“ შეხვდება.
Print