"ტორპედოსა" და "სარაევოს" მატჩზე დასასწრები 8000 ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა
FaceBook
20 ივლისს, ქუთაისის "ტორპედოსა" "სარაევოს" შორის უეფა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შედგება.
ქუთაისში გამართული პირველი მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

საპასუხო მატჩი ბოსნიის დედაქალაქში ჩატარდება, რომლის ბილეთების გაყიდვაც 17 ივლისს დაიწყო და ნახევარზე მეტი ერთ დღეში გაიყიდა.

ბოსნიური გამოცემების ინფორმაციით, ამ დროისთვის „ასიმ ფერჰატოვიჩ ჰასეს“ სტადიონზე გასამართი მატჩისთვის 8000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ სტადიონზე შეხვედრას მინიმუმ 15 000 გულშემატკივარი დაესწრება.

„სარაევოსა“ და „ტორპედოს“ მატჩი 20 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


Print