ქუთაისის ცენტრში "ტორპედოსა" და "სარაევოს" ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
FaceBook
ხმაური იყო  ქუთაისის ცენტრალურ   ბაღში.
საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" და საფეხბურთო კლუბ "სარაევოს"  ფანები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.



დღეს, 13 ივლისს, ქუთაისის "ტორპედო" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბოსნია ჰერცოგოვინას გუნდ "სარაევოს" წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა რამაზ შენგელიას არენაზე 21:00 საატზე დაიწყება.



Print