ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ევროტურნირისთვის ემზადება
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ კონფერენს ლიგისთვის 7 ახალი ფეხბურთელი წარადგინა და გულშემატკივრებს ახალი კაპიტანი მერაბ გიგაური გააცნო.

ამასთან, კლუბმა „შენგელია არენაზე“ ახალი სათამაშო ფორმაც წარადგინა, რომელსაც „ტორპედოელები“ 13 ივლისს გასამართ კონფერენს ლიგის მატჩში მოირგებენ.

როგორც „ტორპედოს“ პრესსამსახურში განმარტავენ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ქუთაისის კლუბის ფეხბურთელები, ევროპულ ასპარეზზე ინდივიდუალური, ქართული ორნამენტებით გაფორმებული ფორმით გამოვლენ.

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბოსნია ჰერცოგოვინას გუნდის „სარაევოს“ წინააღმდეგ 13 ივლისს, რამაზ შენგელიას არენაზე (21:00 სთ) გამართავს.

ტორპედო-სარაევოს მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა TKT.ge-სა და შენგელია არენას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სალაროებიდან არის შესაძლებელი.

„ტორპედოს“ გულშემატკივრები თამაშის დღეს სტანდიონამდე მსვლელობას (17:00 საათიდან) მოაწყობენ.

13 ივლისს ევროტურნირებზე კიდევ ორი ქართული კლუბი ითამაშებს – კონფერენსლიგაზე საქართველოს სახელით ბათუმის „დინამო“ და გორის „დილაც“ გამოვა.

მანამდე, 12 ივლისს კი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონს „ასტანას“ ეთამაშება.

Print