ტორპედო-სარაევო - 13 ივლისს, უეფა-ს კონფერენს ლიგის შეხვედრა გაიმართება
FaceBook
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბოსნია ჰერცოგოვინას გუნდის „სარაევოს“  წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა 13 ივლისს, რამაზ შენგელია არენაზე, 21:00 საათზე დაიწყება.

მანამდე კი, 11 ივლისს, კლუბი ახალწვეულებს და ახალ კაპიტანს მერაბ გიგაურს წარადგენს. ამასთან, წარმოდგენილი იქნება ახალი სათამაშო ფორმა, რომლითაც გუნდი ევროტურნირებზე იასპარეზებს.

ტორპედო-სარაევოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 11 ივლისიდან TKT.ge-სა და შენგელია არენას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სალაროებიდან შეგეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ 20 ივლისს ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ მეტოქეს („სარაევოს“) ბოსნიაში ესტუმრება.

უეფა-ს კონფერენს ლიგა ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 2021 წლიდან ტარდება. უეფა-ს კონფერენს ლიგა, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შემდეგ, ევროპაში რანგით მესამე ტურნირია.

Print