ქუთაისში დრიფტის სერიების მე-3 ეტაპი ჩატარდება
FaceBook
საქართველოს დრიფტის სერიების მე-3 ეტაპი 16 ივლისს, 14:30 საათიდან, ქუთაისში გაიმართება.

ორგანიზატორების განმარტებით, ქუთაისის რკინიგზის სადგურზე (ბალახვანში) მისულებს დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ.

ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები, Leader-Bet Racing Season 2023-ის ფარგლებში, საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები ფულადი პრიზებით: 2000, 1000 და 500 ლარით დაჯილდოვდებიან.

მსურველთათვის ონლაინ რეგისტრაცია 11 ივლისამდეა შესაძლებელი. დაწყებულია ტრიბუნის ბილეთების გაყიდვაც (40 ლარი).

საქართველოს დრიფტის სერიები 2 აპრილს გაიხსნა. ღონისძიებები უკვე გაიმართა რუსთავსა და ფოთში.


Print