ქუთაისელი მოფარიკავე ევროპული თამაშების ჩემპიონია
FaceBook
ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ, პოლონეთში მიმდინარე III ევროპულ თამაშებზე, საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მან ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელი კრშიშტოფ კაჩკოვსკი ანგარიშით 15-13 დაამარცხა.

FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული, ზედიზედ მეცამეტე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.

Print