ქუთაისელი მოჭადრაკეების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე
FaceBook
საქართველოს 32-ე ჩემპიონატზე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, პირველი ადგილი ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს.

ასპარეზობა U10, U14 და U18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართა.

10 წლამდე გოგოთა შორის 1-ლი ადგილი მართა დოგრაშვილმა დაიკავა (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი), ბიჭებს შორის კი - ლუკა გოგავამ (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი).

14 წლამდე გოგონებს შორის გამარჯვება ქუთაისელმა თეკლა კოღუაშვილმა (მწვრთნელი დავით ბენიძე) მოიპოვა.

რაც შეეხება 18 წლამდე გოგონებს, აქ საპრიზო ადგილზე ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) გავიდა.

ჩემპიონატი, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის, შვეიცარული სისტემით ჩატარდა. მასში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 160-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

I-II ადგილზე გასული მონაწილეები, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში, ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ.


Print