ფეხბურთელები "ტორპედოს" ისევ ტოვებენ
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთ კლუბ “ტორპედოში” დავით სამურკასოვი და გიორგი კუხიანიძე აღარ ითამაშებენ.

ფეხბურთელებმა „ტორპედო“ კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, გუნდიდან სამი ფეხბურთელი: როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე და ლევან გეგეჭკორიც წავიდა

მაშინ მათ კლუბის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრიათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ჩხეტიანის წასვლას უკავშირდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი, კახა ჩხეტიანთან ერთად, იმ "ტორპედოს" ნაწილი იყვნენ, რომელმაც კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა.

საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი გუნდს და მედიას 19 მაისს წარუდგინა.




Print
თეგები: #ტორპედო