ქუთაისელი მორაგბე კარიერას საფრანგეთის კლუბში გააგძელებს
FaceBook
ქუთაისის რაგბის კლუბ „აიას“ მოთამაშე 18 წლის  ლუკა კიკვაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

ის „PRO D2“-ის კლუბ „ორიაკში“ ითამაშებს.

„კონტრაქტს რამდენიმე დღის წინ მოვაწერე ხელი. შემართება და მოტივაცია გამისამმაგდა ალბათ. ვთვლი, რომ მაღალი დონის რაგბისკენ კარგი ნაბიჯი გადავდგი და აქამდე ნაშრომი დამიფასდა. მწვრთნელი მეუბნება, რომ ახლა იწყება ყველაფერი, მეც ველი გამოწვევებს დიდი შემართებით“,- ამბობს ლუკა კიკვაძე.

ქუთაისელი მორაგბის მწვრთნელი გიორგი ნემსაძეა.

ლუკა კლუბ „აიაში“ დაახლოებით 13 წლის განმავლობაში თამაშობდა.


Print