"ტორპედოს" აკადემიის ფეხბურთელთა გუნდმა “Black sea king cup“-ის თასი მოიგო
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის 2013 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდმა “Black sea king cup“-ის გათამაშებაზე წარმატება მოიპოვა.
გათამაშება 10-11 ივნისს თურქეთის ქალაქ სამსუნში ჩატარდა.

"ტორპედოს" აკადემიის აღზრდილებს პირველობისათვის ბრძოლა ქართულ და უცხოურ გუნდებთან მოუწიათ.

ტორპედოელებმა ყველა ეტაპი წარმატებით დაძლიეს. ფინალურ დაპირისპირებაში კი ბათუმელ თანატოლებს პენალტების სერიაში სძლიეს და ტურნირის საუკეთესოს წოდება დაიმსახურეს.

ქუთაისში დაბრუნებულ გამარჯვებულ გუნდს "ტორპედოს” ხელმძღვანელობამ დაჯილდოვების ცერემონია “შენგელია არენაზე" მოუწყო.



დაჯილდოვდნენ “ტორპედოს” აკადემის u12 ის ფეხბურთელებიც თემო მუშკუდიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილის დაკავებისთვის. ამავე ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი ტორპედოელი გიორგი სადილიანი, ტურნირის აღმოჩენა კი ასევე ტორპედოელი გიგა მორჩაძე გახდა. 

Print