ქუთაისში, განახლებულ შენგელია არენაზე ქალთა ლიგის მატჩი გაიმართება
FaceBook
ხვალ, 13 ივნისს, განახლებულ შენგელია არენაზე საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის მატჩი გაიმართება.

ქუთაისის "მართვე" და თბილისის "ნორჩი დინამო" ერთმანეთს 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

გულშემატკივრებს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების აღება თამაშის დღეს, სტადიონის სალაროებში შეეძლებათ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.


Print