ქუთაისელმა მოჭიდავემ, რუმინეთში, საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
FaceBook
საერთაშორისო ტურნირირზე, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (U15), ქუთაისელმმა თემურ სიმსივემ, 85 კგ. წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა.

აღნიშნულ ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში, მესამე ადგილზე იოანე სხილაძე გავიდა.

საერთაშორისო ტურნირი რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში ჩატარდა.

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. ინდივიდუალურში კი ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 24 მედალი მოიპოვეს.

Print