ქუთაისელი ანასტასია კირთაძე,14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონია
FaceBook
ქუთაისელი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მან სწრაფ ჭადრაკში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ანასტასია კირთაძე ასევე არის მსოფლიოს 15-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული.

მისი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.




Print