ქუთაისელი მოფარიკავე საფრანგეთის ჩემპიონია
FaceBook
ქუთაისელმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ მორიგი გამარჯვება საფრანგეთში მოიპოვა.

ქალაქ შალონ-ან-შამპანში გამართული გუნდური ჩემპიონატი ხმალში, კაცთა შორის, ფარიკაობის კლუბ “ორლეანის” გამარჯვებით დასრულდა, რომლის შემადგენლობაშიც ბაზაძე ასპარეზობდა.

კრისტიან ბაუერის გუნდში, მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავის სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგები ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ.

Print