ქუთაისელი მოჭადრაკე ევროპის ორგზის ჩემპიონია
FaceBook
ანასტასია კირთაძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, 15 წლამდე გოგონათა შორის, ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაიმარჯვა (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე).

ოქროს მედლით დაჯილდოვდა ქუთაისელი მოჭადრაკე ანასტასია ჭიჭინაძეც (11 წლამდე გოგონათა შორის), ბრინჯაოს მედალი კი ემილი გოგოლაძემ მიიღო (7 წლამდე გოგონათა შორის).

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის, ალბანეთში 13-21 მაისამდე მიმდინარეობდა. ქართველმა მოზარდებმა, ჯამში, ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

Print