ზესტაფონის სკოლის გუნდი, ხელბურთში, ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებული გუნდი, გოგონებს შორის ხელბურთში, ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლა გახდა.

ხელბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის დასკვნით შეხვედრაში, ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, ფინალურ თამაშში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი, ზესტაფონის მერიის სახელით, მათ მიერ შერჩეულ მარშრუტზე, ერთკვირიან ტურზე გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ მესამე სკოლას სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე კიდევ ერთი პრიზი ერგო - საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ელისაბედ მუმლაძეს გადაეცა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
Print