ქუთაისელი კიკბოქსიორების წარმატება ლატვიაში, ევროპის ჩემპიონატზე
FaceBook
ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატზე, კიკბოქსინგში, ქუთაისის გუნდიდან ხუთმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა - მათგან ორმა ოქროს, ორმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები მათე თაბუკაშვილი (13-14 წ.) და გიგა სოფრომაძე (15-16 წ.) გახდნენ. მეორე ადგილზე კი მიშიკო გოცაძე (15-16წ.) და დავით ღამბაშიძე (13-14წ.) გავიდნენ.

ოთხივე სპორტსმენს ახალგაზრდა მწვრთნელი ალექსი თაბუკაშვილი წვრთნის.

კიკბოქსინგში K1 წესებით ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატი ლატვიაში ჩატარდა.

ქუთაისელი კიკბოქსიორები მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღებენ მონაწილეობას.

Print