ჩხეტიანის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა
FaceBook
მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის „ტორპედოდან“ წასვლის შემდეგ, კლუბი სამმა ფეხბურთელმა დატოვა.
როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე და ლევან გეგეჭკორი "ტორპედოდან“ საკუთარი სურვილით უკვე წავიდნენ.

ფეხბურთელები კლუბის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობენ,  მაგრამ , შესაძლოა,  ეს გადაწყვეტილება ჩხეტიანის წასვლას  უკავშირდებოდეს. 

სამივე მათგანს, წლების მანძილზე, გუნდის წარმატებებში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი.

ისინი კახა ჩხეტიანთან ერთად, იმ "ტორპედოს" ნაწილი იყვნენ, რომელმაც კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ახლა მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" მწვრთნელად, შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტი დაინიშნოს.





Print
თეგები: #ტორპედო