ქუთაისელი მოკრივეები იტალიასა და ესპანეთში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ
FaceBook
კრივში, საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატზე გამარჯვებული დავით ყუბანეიშვილი 22 აპრილს იტალიაში გაემგზავრება.

ის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ზაფხულში კი ქუთაისელი მოკრივე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ქუთაისური კრივის სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი და საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრი დავით მხეცაძე კი  საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. მან ერთი თვის წინ ბაქოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ,,პრეზიდენტის თასზე" მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ის ესპანეთში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, ზაფხულში კი უნგრეთში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

Print