ქუთაისელი შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია
FaceBook
ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მან ჩემპიონატზე, 61 კგ. წონით კატეგორიაში, 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა პირველი ოქროს მედალი ატაცში მიიღო და დისციპლინაში ჩემპიონობა იზეიმა. ამის შემდეგ აკვრაში ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში კვლავ ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ შოთა მიშველიძემ კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველ ძალოსანთა 2 დღის მონაგარი ჯამში ასე გამოიყურება: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
Print