ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა
FaceBook
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო ერევანში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის ფორმატი შეიცვალა და ხმის მიცემა ნაცვლად გულშემატკივრებისა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას დაევალა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ უკვე საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა აღიარეს.


Print