დღეს, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" "დინამო თბილისს" დაუპირისპირდება
FaceBook
დღეს, 8 აპრილს, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ ერთმანეთს დაუპირისპირდება.

თამაში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტანდიონზე, 20:00 საათზე, დაიწყება.

„ტორპედოს“ მხარდასაჭერად გულშემატკივრები დღეს ქუთაისიდან გაემგზავრებიან.

„ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე დიდი და ისტორიული დაპირისპირება - ქართული ელ კლასიკო კარს მოგვადგა. ეს არის თამაში, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდებით და რაც უფრო ცოტა დრო რჩება, მით უფრო იმატებს ვნებათა ღელვა. ადვილი არ იქნება ამ ბრძოლის მოგება ამდენი დანაკლისის გამო, მაგრამ არც შეუძლებელია. დღეს ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამ ბრძოლაში სხვა მიზანი არ გაგვაჩნია!“,- ამბობს „ტორპედოს“ ერთ-ერთი გულშემატკივარი.

შეხვედრის პირდაპირ ეთერს მაყურებელი ეროვნული ლიგის იუთუბ არხზე იხილავს.

Print