საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქუთაისელმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა
FaceBook
საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, 12 წლამდე გოგონათა შორის, პირველ ადგილზე ქუთაისელი ბარბარე აშოთია გავიდა.
მან ორივე კატეგორიაში დამაჯერებლად გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა. 

ბარბარე ილია კაკუშაძის დაარსებულ საჭადრაკო სკოლაში „მომავალი ჩემპიონები“ მეცადინეობს. მისი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილია. ის ასაკობრივ ჩემპიონატებში 9-გზის იმერეთის ჩემპიონია.

ბარბარეს მსგავსად, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, სწრაფ ჭადრაკში, ჭაბუკებს შორის, საპრიზო ადგილი ასევე ქუთაისელმა მოჭადრაკემ გაბრიელ გაბადაძემ დაიკავა (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი).


ამასთან, 16 წლამდე გოგონათა შორის, სწრაფ ჭადრაკში, გამარჯვებული ანასტასია კირთაძე გახდა (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე).


საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობდა. ის სამ ასაკობრივ კატეგორიაში (8, 12, 16) ექვს ტურნირად ჩატარდა. ყველა ტურნირში პირველ ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურით (შესაბამის კატეგორიაში) დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი ასპარეზობდა.


Print