ხონელი ძალოსანი მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
FaceBook
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში, მარიამ მურღვლიანმა წარმატებით იასპარეზა.

მან ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. იმავე სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც, ხოლო ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით მესამე ვერცხლისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

გარდა ამისა, მარიამმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 22, აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.




Print