"დინამოს" ფეხბურთელი "ტორპედოს" გუნდს შეუერთდა
FaceBook
ლევან ოსიყმაშვილი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შემოუერთდა.

ის იჯარის წესით წლის ბოლომდე ითამაშებს.

“ლევან ოსიყმაშვილი ტორპედოს ფეხბურთელია. 20 წლის ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და საწვრთნელ პროცესშიც აქტიურად ჩაერთო. ლევანი, წლის ბოლომდე იჯარის უფლებით დაიცავს შავთეთრების ღირსებას”,- აცხადებენ კლუბის პრესსამსახურში.

ლევან ოსიყმაშვილმა პროფესიული კარიერა „დინამო თბილისში“ 2022 წელს დაიწყო. მან პირველივე სეზონში, ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონში კი - ოთხი.

Print