თბილისის გრანდ სლემი - ილია სულამანიძე ტურნირის გამარჯვებულია
FaceBook
თბილისში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ, 100 კგ წონით კატეგორიაში, გამარჯვება მოიპოვა.

მან ფინალურ შეხვედრაში მონღოლეთის წარმადგენელ გონჩიგსურენ ბახტუიანგს სძლია და ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

მანამდე ტყიბულელმა ძიუდოისტმა გრანდ სლემის ნახევარ-ფინალში ბრაზილიის წარმომადგენელ რაფაელ ბიზაკარინს მოუგო, მეოთხედ-ფინალში ჩეხეთის წარმომადგენელი მარტინ ბეზდეკა დაამარცხა, ტურნირის პირველ შეხვედრაში კი ჩილეს წარმომადგენელ ტომას ბრისენოს სძლია. აღსანიშნავია, რომ პირველი გამარჯვებისთვის ილიას 11 წამი დასჭირდა.

საბოლოო ჯამში, თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.



Print