"სამტრედიამ" ამხანაგურ მატჩში რვა გოლი გაიტანა
FaceBook
სანაკრებო პაუზის დროს „სამტრედიამ“ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

აქედან, გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ერთი მოიგო და ერთიც წააგო.

პირველი შეხვედრა „სამტრედიამ“ „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართა და მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. თავი ინჯგიამ და ნაჭყებიამ გამოიჩინეს, მაგრამ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

ჩემპიონატის განახლებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი სამტრედიულმა გუნდმა თბილისის „მერანთან“ გამართა და მეტოქე ანგარიშით 8:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ინჯგიამ ამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, თითო-თითო გოლი კი რობაქიძის, მირცხულავას, ჩამბასა და კირკიტაძის ანგარიშზეა.



Print