საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პიზის მსოფლიოს თასის ჩემპიონია
FaceBook
იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ეტლით მოფარიკავეები ასპარეზობდნენ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.

ჩინეთის და ტაილანდის ეროვნული ნაკრებების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა პოლონეთის უძლიერეს გუნდს ფინალში უშანსოდ, 45:30 მოუგო და ოქროს მედლებიც არავის დაუთმო.

მსოფლიო თასის გამარჯვებულები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ.

Print
თეგები: #მოფარიკავე