მე-15 ტიტული - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია
FaceBook
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფინალურ მატჩში, პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.

ფინალში გამარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო. ქართველმა მორაგბეებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.

საქართველოს ნაკრები, ტიტულის მოგების გარდა, მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლებს.


Print