ქუთაისელი გოგონას წარმატება, რიგაში, უშუს ჩემპიონატზე
FaceBook
ქუთაისელმა ანნა ჩიტორელიძემ, ლატვიის უშუს მე-10 ღია ჩემპიონატზე, სამი ოქრო მედალი მოიპოვა.

ანა, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ტაოლუს ნაკრებთან ერთად, რიგაში, საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობდა.

ტურნირი სპორტული და ტრადიციული უშუს როგორც უიარაღო, ისე მოკლე (ხმალი) და გრძელი იარაღის (ჯოხი, პუ დაო) სახეობებში 24-28 თებერვალს მიმდინარეობდა.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა, ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად, სულ 17 ოქროს, 6 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



ანნა ჩიტორელიძე ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა.

მას სპორტი პატარა ასაკიდანვე იტაცებდა, თუმცა საბრძოლო ხელოვნებით 2018 წლიდან დაინტერესდა და უშუს საჩვენებელი ტექნიკის ილეთებიც მალევე აითვისა.



ანნას მრავალ ჩემპიონატში აქვს მიღებული მონაწილეობა, დაჯილდოებულია დიპლომებითა და საპრიზო მედლებით.

მისი მწვრთნელი ზურაბ კაპანაძეა.

Print