2022 წლის საუკეთესო ჰოკეისტად ქუთაისელი თეონა კუპრაძე დასახელდა
FaceBook
2022 წლის საუკეთესო ჰოკეისტის პრიზი ქუთაისელ თეონა კუპრაძეს ერგო.

თეონა ინდორ ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა.

ერთმანეთს თბილისის, ქუთაისის, აჭარისა და აბაშის გუნდები (16 წლამდე გოგონათა ნაკრები) უპირისპირდებოდნენ.

ჩემპიონატში 18 ქულით ქუთაისმა ილიდერა, 16 ქულით - აბაშამ, 14 ქულით კი - თბილისის გუნდებმა.

ამავე შეჯიბრზე, 2022 წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი (ინდორ ჰოკეიში) ქუთაისელ ბელა რუხაძეს გადაეცა, საუკეთესო ახალგაზრდა ჰოკეისტის პრიზი კი - აბაშისა და გოგონათა ნაკრების გუნდის წევრ ქრისტინა ალანიას.

Print