ზესტაფონელი ტატო შარიქაძე მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
FaceBook
ზესტაფონელი მოკრივე ტატო შარიქაძე ოლიმპიური ჩემპიონის, დანას პოზნიაქსის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია.

ტატომ ფინალურ დაპირისპირებაში ლატვიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი 92+კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანია.

ტურნირზე, რომელიც 2-4 მარტს უკვე მეთვრამეტედ გაიმართა ვილნიუსში, ცამეტი ქვეყნის სპორტსმენმა იასპარეზა.

ლიტვის, უკრაინის, უელსის, ნორვეგიის, ლატვიის, ისრაელის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, საქართველოს, პოლონეთის, იტალიისა და სომხეთის 93 მოკრივე ცამეტ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ტურნირზე ახალგაზრდა ქართველმა მოკრივეებმა ჯამში 9 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები გახდნენ დავით ჯაფარიძე (თბილისი, 51 კგ), გორ აივაზიანი (ახალქალაქი, 54), ლევან დემუროვი (გორი, 57), გოჩა გორდულავა (ზუგდიდი, 63.5), დემურ ქაჯაია (ხობი, 67), შოთა ჯიქია (ფოთი, 71), გიორგი ნატროშვილი (თბილისი, 75), სამველ კაზარიანი (ახალქალაქი, 80) და ტარიელ შარიქაძე (ზესტაფონი, +92).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლუკა ბეშლიოღლიმ (ბათუმი, 51), საბა ერემეიშვილმა (ქუთაისი, 60), ავთანდილ მდინარიძემ (გორი, 92).

ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვისაც ემზადება, რომელიც 23 აპრილიდან 4 მაისამდე ერევანში გაიმართება.

Print