ინდორ ჰოკეიში 2022 წლის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი გოგონა დასახელდა
FaceBook
ინდორ ჰოკეიში, ქალთა გუნდებს შორის, საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა.

ჩემპიონატში თბილისის, ქუთაისის, აჭარისა და აბაშის გუნდები (16 წლამდე გოგონათა ნაკრები) მონაწილეობდნენ.

შეჯიბრზე 18 ქულით ქუთაისმა ილიდერა, 16 ქულით - აბაშამ, 14 ქულით კი - თბილისის გუნდებმა.

ამავე ჩემპიონატზე, 2022 წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი (ინდორ ჰოკეიში) ქუთაისელ ბელა რუხაძეს გადაეცა, საუკეთესო ახალგაზრდა ჰოკეისტის პრიზი - აბაშისა და გოგონათა ნაკრების გუნდის წევრ ქრისტინა ალანიას, 2022 წლის საუკეთესო ჰოკეისტის კი - თეონა კუპრაძეს.

ჩემპიონატი თბილისში 3-5 მარტს მიმდინარეობდა.

ფოტო: George Tskhelishvili Photography



Print