ელვისებური ჭადრაკის ტურნირზე ქუთაისელმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა
FaceBook
ჭადრაკის სასახლეში გამართული ტურნირი, ელვისებურ ჭადრაკში, მერი არაბიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა.
დედის დღისადმი მიძღვნილ ტურნირში ქუთაისელმა მოჭადრაკემ 7-იდან 7 გამარჯვება იზეიმა და მეტოქეები უშანსოდ დატოვა.

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა მეორე საპრიზო ადგილზე გასული ანა მამარდაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე 5 ქულით ნია დონღვანი გავიდა.
Print